Saturday, September 27, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს  ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა, გაჯეტების დამატება,შევავსეთ შეფასების ფორმა, ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. კმაყოფილი ვარ ტრენინგით. რაც ვისწავლე ნამდვილად გამომადგება  ჩემი პორტფოლიოს სრულყოფისათვის. მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა რუსიეშვილს ჩვენთან გულმოდგინე მუშაობისთვის.

Saturday, September 20, 2014

მეშვიდე დღე. 20 09 2014

ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებებზე. გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს. ვისაუბრეთ სწავლის  პროცესის დიფერენცირებაზე, თვითრეგულირების უნარის განვითარებაზე მოსწავლეებში, ასევე განმავითარებელი შეფასების გამოყენებაზე თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. ტრენინგის მეშვიდე დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი. გმადლობთ.

Tuesday, September 16, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე 16.09. 2014.

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. ხელმეორედ გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნასრომს. დღე  იყო საკმაოდ ნაყოფიერი.მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა  რუსიეშვილს.

Friday, September 12, 2014

დღე მეხუთე 12.09.2014

დღეს ვიმუშავეთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე. გავეცანი მასწავლებელთა პრეზენტაციებს.ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური მოდელირება და სწავლება, ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან.  გმადლობთ.

მოსწავლის სავარუდო პრეზენტაცია


Wednesday, September 10, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.  მოვამზადეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკებს. ვისწავლე როგორ დავადგინო მოსწავლის საჭიროებები.მადლობა ტრენერს.

Monday, September 8, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას, ასევე თუ როგორ მოვარგოთ სტანდარტი სასწავლო პროექტზე. ვისწავლეთ  სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება,  საკვანძო შეკითხვების მომზადება , ფორმულირება და დასმა.   გავეცანით   ბლუმის ტაქსონომიის გაახლებულ ვარიანტს. გმადლობთ.

Saturday, September 6, 2014

დღე მეორე 6 სექტემბერი

ბევრი ვაწვალეთ ტრენერი უამრავი შეკითხვებით. გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას, გავიგეთ როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები,  რომელსაც სჭირდება სწორად ფორმულირება, რათა მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.  აუცილებელია ის, რომ სასწავლო პროცესი ეფუძნებოდეს  საგნობრივ სტანდარტს.  განვიხილეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდები. ტრენინგი იყო ნაყოფიერი. გმადლობთ.

Thursday, September 4, 2014

პირველი დღე



ტრენინგის პირველი დღე

კარგია რასაც ვსწავლიბთ, მაგრამ  უკეთესია თუ ვიმუშავებდით მცირე ჯგუფში .  ვფიქრობ, ასე უფრო ეფექტური იქნებოდა.